
“ქართული ოცნების” დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა. ღუდუშაურის შეფასებით, ეს ღირსეული ქვეყნის ღირსეული პრემიერის გამოსვლა იყო.
"ის, რომ დედა დედაა და მამა მამაა, თურმე, ეს არის ძალადობის წახალისება. როგორც გნებავთ, ისე ჩათვალეთ, მაგრამ ფაქტი ერთია: დიახ, დედა ნამდვილად დედაა და მამა ნამდვილად მამაა [...] ბატონი პრემიერის გამოსვლა იყო მართლაც ღირსეული ქვეყნის ღირსეული პრემიერმინისტრის გამოსვლა. ეს ვინმეს ეწყინა თუ ეტკინა, ზოგმა ცივი წყალი დალიოს, ზოგმა კი საკუთარ თავში იპოვოს სივრცე და ადგილი - არა ბოროტებას, სიკეთე, ერთობა, სიყვარული, ქვეყნის სიძლიერე [...] რეალურად, ჩვენი ქვეყანა დგას იმ ფუნდამენტურ ღირებულებებზე, როგორიც არის: რწმენა და ოჯახის სიწმინდე". - თქვა ალუდა ღუდუშაურმა პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას.
0
0