02/06/2023
19:03
პოლიტიკა
ნაძირალამ გაიღვიძა, იფიქრა, საერთოდ არ ჩამოვრჩე მოვლენებსო და ახალი სიბრძნე გამოაცხო, - ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებას, სადაც ის აფხაზეთისა და შიდა ქართლის გათავისუფლებისათვის მზადებასა და ფსოუზე ქართულ-უკრაინული საზღვრის მოწყობაზე საუბრობს.
ქადაგიძის თქმით, სწორედ სააკაშვილმა დათმო კოდორის ხეობა უბრძოლველად, ხოლო მისი მთავრობის დიდი ნაწილი ომის დროს ქვეყნიდან გარბოდა.
„ნაძირალამ გაიღვიძა, იფიქრა, საერთოდ არ ჩამოვრჩე მოვლენებსო და ახალი სიბრძნე გამოაცხო. არადა, ეს ის კაცი არ არის, კოდორი უომრად რომ ჩააბარა ოკუპანტს და მთელი თავისი მთავრობა წითელ ხიდზე გარბოდა? თქვენი ფსოუზე გავლებული საზღვარი ვნახეთ და ისიც, გორში როგორ ფორთხავდი...
ასე რომ, ისევ კუჭ-ნაწლავის პრობლემებს მიაწექი მიშა, გეოპოლიტიკური ფილოსოფიით ვერავის ყურადღებას ვერ მიიქცევ!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.
0
0