18/09/2024
15:21
პოლიტიკა
“მოქალაქეების” ლიდერი, რომელიც “ლელოსთან” ერთად ერთ კოალიციაში შედის, გახარიას პარტიასთან შესაძლო გაერთიანებაზე ისაუბრა და განაცხადა:
"ასეთ ვითარებაში, როცა ქვეყანა განსაცდელშია, მე ვფიქრობ, რომ ყველას, ვისაც შეგვიძლია, რომ ერთმანეთი გავაძლიეროთ, დავეხმაროთ ერთმანეთს ამათ [ქართული ოცნების] დამარცხებაში, ყველამ რაღაცები უნდა გადავდოთ და მარტო ქვეყნის წამოვწიოთ წინ.
ეს იქნება რეალურად ყველაზე ძლიერი ოპოზიციური ძალა, ნომერ პირველი ოპოზიციური კოალიცია, თუ შევძელით და საბოლოოდ ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით.
ეს იქნება, ყველაზე დამანგრეველი [ქართული ოცნებისთვის], ბოლოსდაბოლოს შევცვლით ქვეყანაში იმ რეალობას, რომ იყო ორი პოლუსი (ნაცები, ქოცები), თორმეტი წელია ვისმენთ მათგან ერთმანეთის დამუნათებას.
უკვე არის ძლიერი საქართველოს სახით არჩევანი, უფრო გაერთიანების, უფრო გამსხვილების შემთხვევაში, კიდევ უფრო ომახიანი იქნება.
ბოლო რამდენიმე წელია სალომე ზურაბიშვილი თამაშობს ძალიან მნიშვნელოვან როლს ჩვენი ქვეყნისთვის - საერთაშორისო ასპარეზზე, რომ სახე შეინარჩუნა ჩვენმა ქვეყანამ, სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევით მოხდა ეს.
შესაბამისად, მისი როლი ამ ეტაპზეც სწორია და მნიშვნელოვანია და მისი ღია მხარდაჭერა ჩვენთვის იქნებოდა ერთმნიშვნელოვნად სასურველი და ძალიან საჭირო." თქვა კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, 17 სექტემბრის საღამოს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კოალიცია - ძლიერი საქართველოსთვის და პარტია გახარია - საქართველოსთვის ლიდერებს, მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა, რათა პარტიებს გაერთიანების საკითხზე ემსჯელათ. შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ მათ პაუზა აიღეს, თუმცა მოლაპარაკებები გაგრძელდება.
0
0