29/08/2022
10:29
სხვადასხვა
ვერაზე მოკლული 22 წლის ახალგაზრდის, ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე სოციალურ ქსელში ნიკოს ფოტოს აქვეყნებს და წერს:
“მტრედი ასოციაციაა სულიწმინდისა, რომელიც განმწმენდელია სწორედ ადამიანის გონებისა და ეს ღვთივსულიერი გონება, განწმენდილი და ფრთაშესხმული, სწორედ მტრედს ედრება, როდესაც მიისწრაფვის თავისი საზეო წყაროსაკენ. ამიტომაც ფიგურირებს ეს ფრინველი ქრისტიანულ სახისმეტყველების ღვთისმეტყველებაში სულიწმინდის სიმბოლოდ”
ზვიად გამსახურდია
სრულიად შემთხვევით გუშინ აღმოვაჩინე რომ ეს ფოტო შარშან მარიამობასაა გადაღებული და ზვიად გამსახურდიას ეს სიტყვები გამახსენდა, მტრედზე მიგვითითა ჩვენმა ბიჭმა და გაფრინდა მას მერე დავსდევთ და ჩვენს ფირზე არაერთი ქვეყნის მტრედია აღბეჭდილი, ისინიც სიამოვნებით პოზირებენ კამერის წინ….
სოციალურ სივრცეში აქტიურობა ნამდვილად არ ყოფილა ჩემი სურვილი, მაგრამ სხვა გზა არ დატოვა ბოროტმა, ღვთისმშობლის მადლი გვიან შემოდგომამდე მაინც გაჰყოლოდა ღვთის მგმობელებს", - წერს იზა ომაძე.
0
0