
სოციალური ქსელით ვრცელდება ვიდეო, რომელიც თბილისში, რუსთაველის გამზირზეა გადაღებული.
როგორც სოციალურ ქსელში წერენ, “დღეს სცემეს ირანელ ტურისტ ქალს, რომელსაც ფული მოპარეს და ეს დრამატული სპექტაკლი მოაწყეს შემდეგ..”
გიორგი ბაზაევი გადაღებულ კადრებს ავრელებს და წერს:
“მოკლედ, ეს საშინელება მოზარდები ატერორებენ უცხოელებს. ყოველდღიურად იპარავენ ფულს, ძალადობენ, აფურთხებენ, კაწრავენ ტურისტებს და ეს ყველაფერი შუაქალაქში, თავისუფლების მოედანზე ხდება თვეებია!
დღეს სცემეს ირანელი ტურისი ქალი, რომელსაც ფული მოპარეს და ეს დრამატული სპექტაკლი მოაწყეს შემდეგ.
პოლიციაშიც ვრეკეთ, რეპორტაჟიც გავაკეთეთ, განცხადებები დავაწერინეთ უცხოელ დაზარალებულებსრეაქცია - ნული“...
აღნიშნულ ვიდეოს ალექსანდრე ელისაშვილიც ეხმაურება:
“კატასტროფა ხდება ყოველდღე რუსთაველზე. ეს ციგნის ბავშვები დღისით მზისით სცემენ გამვლელებს, ძარცვავენ, ტელეფონებს და საფულეებს ართმევენ.
არც პოლიციის ეშინიათ, არც არავისი. ეს არის მეტისმეტი. ეს უმსგავსობა არის ასალაგმი როგორმე. ნუ დაიწყებთ ეხლა ჭკუის სწავლებას და ბავშვების უფლებებზე ლექციებს. დადექით რუსთაველზე ცოტა ხანს და ნახავთ რეებს სჩადიან ეს გათავხედებული ბავშვები.
აუცილებლად არის გასამკაცრებელი მიდგომა ამათთან.“
0
0