12/03/2023
10:40
სპორტი
„ეს ჩემთვის ძალიან პრინციპული და პირადი ბრძოლა იყო. დიდება უკრაინას, დიდებას საქართველოს, დიდება თავისუფლებას, შეწვიტეთ ომი!“, – ასე მიმართა გამარჯვების შემდეგ ქართველმა მერაბ დვალიშვილმა სავსე დარბაზსა და მილიონობით ტელემაყურებელს.
დღეს, ლას ვეგასში, UFC 221-ზე მერაბ დვალიშვილი თავის ერთ-ერთ უმთავრეს და პრინციპულ კონკურენტს, დივიზონის ყოფილ ჩემპიონს, რუს პიოტრ იანს დაუპირისპირდა.
აღსანიშნავია, რომ ქართველ მებრძოლსა და მის მეგობარს, სუპერმსუბუქი წონის მოქმედ ჩემპიონს, ალჯამაინ სტერლინგს რუს სპორტსმენთან დაძაბული ურთიერთობა აქვთ, თავად მერაბი კი პრესკონფერენციებზე ხშირად უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთს აქვს ოკუპირებული, ქვეყანას, რომლის სახელითაც პიოტრ იანი ასპარეზობს.
ამ ბრძოლამდე დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის რეიტინგში მესამე ადგილს იკავებდა, იანი კი მეორე პოზიციაზე იყო.
0
0