
“ეჭვგარეშეა, რომ ეს ჩემი ბოლო ევროპის ჩემპიონატი იქნება. რა თქმა უნდა, ეს ასეა.” - ამის შესახებ პორტუგალიის ნაკრების ლიდერმა, კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა:
"ეჭვგარეშეა, რომ ეს ჩემი ბოლო ევროპის ჩემპიონატი იქნება. რა თქმა უნდა, ეს ასეა.
ამას არ განვიცდი, არამედ იმ ყველაფერს განვიცდი, რასაც ფეხბურთი გულისხმობს, ენთუზიაზმს, რომელიც თამაშისადმი მაქვს, ენთუზიაზმს, რომელსაც გულშემატკივრების მხრიდან ვხედავ. ჩემს ოჯახს ვხედავ, ვხედავ ვნებას, რომელიც ხალხს აქვს და როგორ ვუყვარვარ, მათ შორის ჩემს გუნდელებსაც, ამაზე უფროა, ვიდრე ფეხბურთიდან წასვლაზე.
რა უნდა გავაკეთო მეტი ან რა უნდა მოვიგო მეტი? არ მგონია, ეს ერთით მეტი ან ნაკლები ქულით წყდებოდეს. ჩემთვის ამ გზაზე ყველაზე მნიშვნელოვანი არის ენთუზიაზმი, რომელიც აქ ყოფნისას კვლავ მაქვს, ეროვნულ ნაკრებში 20 წლის შემდეგ, და თამაში და ადამიანთა გაბედნიერება... ეს მამოძრავებს ყველაზე მეტად" - თქვა კრიშტიანუ რონალდუმ პორტუგალიურ მედიასთან საუბრისას
0
0