31/03/2023
12:00
პოლიტიკა
პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის ბრალდებით დაკავებული ბიჭის შესახებ წერს, რომ ამ ბიჭის არ დაჭერაზე გადის ახლა ბრძოლის ხაზი.
გრიგორიადისის პროცესი დღეს, 31 მარტს 13:00 საათზე დაიწყება. ჯაფარიძე ხალხს მოუწოდებს, საქალაქო სასამართლოს მივიდნენ.
„ეს ბიჭი თუ ჩასვეს 7-იდან 11 წლამდე, ჩათვალეთ რომ 8-10 მარტის ამბები წავაგეთ. ასე მარტივად დგას საკითხი. რუსეთი მარტო ის კანონი არ არის, ამ ბიჭის დაჭერაც რუსეთია.
რუსეთია როდესაც კონსტიტუციას თავზე გახევენ, მომავალს გიკლავენ, დიქტატურას აბეტონებენ და ამის წინააღმდეგ ბრძოლისთვის აქეთ გსჯიან ციხით.
ამ ბიჭის არ დაჭერაზე გადის ახლა ბრძოლის ხაზი. იმ ნაბიჭვრებისთვის მისი სამაგალითოდ დასჯა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ სხვებმა ვეღარ გაბედონ პროტესტი.
არ უნდა მივცეთ ამის საშუალება რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ამის გააზრება გვჭირდება ყველას.
დღეს აქვს სასამართლო 13.00-ზე და იქ დგომაც აუცილებელია.
პ.ს. ძალადობა არ მოსულა ხალხმა ტრ**ში გაიკეთეთ ეგ არგუმენტი, ათი კაცი გვირტყამდა, ნიკა მოსიაშვილი-მა ტვინის შერყევით 3 დღე გაატარა საავადმყოფოში, ბრძანების გამცემიც იდენტიფიცირებულია და დაკითხულიც კი არაა არავინ პოლიციელებიდან“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე.
0
0