ორმაგ სტანდარტსაც სცდება, ეს არის უსამართლობისა და არაადეკვატურობის გამოვლინება, ვწუხვარ, რომ ამას ვამბობ, მაგრამ მათი ქმედებების შედეგია, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სავიზო შეზღუდვებს.
„აქვე შეგახსენებთ, 2012 წლამდე რეჟიმი რომ იყო, რეალურად რეჟიმი, სადაც ადამიანის უფლებები გათელილი იყო, გახსოვთ მიტინგის შემდეგ ჯიხურზე შემოგდებული გარდაცვლილები, გახსოვთ ვინმესთვის სანქციები დაეწესებინათ აშშ-დან, ან ეთქვათ, რომ ეს მიუღებელი და დასაგმობია. ვინმეს ახსოვს? არა. მაგრამ სამაგიეროდ საქართველოს, დამოუკიდებელი ქვეყნის ლეგიტიმურად არჩეულ პარლამენტის წევრებს, მმართველი პარტიის წევრებს ასანქცირებენ. რატომ? კანონი რატომ მიიღეთო. თან რა კანონი, რომ ჩვენ დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი, ჩვენი თავისუფლება, მათთან კი 10-ჯერ და 20-ჯერ უფრო მკაცრი კანონი მოქმედებს“, - აღნიშნა ზარქუამ.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები ოფიციალურად გამოაცხადა. სავიზო შეზღუდვების პირველი პაკეტი მოიცავს „ქართული ოცნების“ პარტიის წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებსა და კერძო პირებს. სავიზო შეზღუდვები ასევე შეეხება სასანქციო სიაში მოხვედრილი პირების ოჯახის წევრებს.
0
0