
„ეს არის საქართველოს წინააღმდეგ კოორდინირებული შეტევის კიდევ ერთი მაგალითი," - ასე შეაფასა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის წევრმა, „ხალხის ძალის“ საერთაშორისო მდივანმა ეკა სეფაშვილმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით წარმოებული კამპანია. ეს უკანასკნელი მოუწოდებს ევროკავშირის ქვეყნებს, შეუჩეროს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის ხელშეკრულება.
ეკა სეფაშვილი დარწმუნებულია, რომ პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მცდელობა პირველი შემთხვევა არაა და ის ამჯერადაც წარუმატებლად დასრულდება.
„პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომელიც ეხება საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით ძალისხმევის მობილიზებას, არის მხოლოდ და მხოლოდ მტრული გამოხტომა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ინიციატივას შედეგი არ ექნება, იმიტომ, რომ მსგავსი მუქარები ადრეც იყო, თუმცა უშედეგოდ. ეს არის უბრალოდ საქართველოს მოსახლეობაზე ზეწოლის ერთ-ერთი ხერხი, რომელიც შედეგს ვერ გამოიღებს.
ვფიქრობ, ეს არის საქართველოს წინააღმდეგ კოორდინირებული შეტევის კიდევ ერთი მაგალითი,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
0
0