08/11/2021
13:07
სხვადასხვა
„რაც ახლა საქართველოში ხდება, ამის ერთერთი უშუალო მიზეზი ბოიკოტის პროცესის ტრაქტორიაა.
1. საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა - ატყდა პანიკა, რომ არჩევანი წაგვართვეს და ძალაუფლება უზურპირებულია.
2. გამოცხადდა ბოიკოტი (ვინც ეჭვები გამოთქვა, მოღალატედ შეირაცხა - მერე რა, რომ საბანი წინასწარ უნდა გაზომო და ფეხი ისე გაშალო?)
3. ბოიკოტის ამოცანად გამოცხადდა ვადამდელი არჩევნები.
4. ოპოზიციის მხრიდან შესაძლო კომპრომისზე (გიგას ინიციატივა იყო) წინასწარ ისაუბრა ლელომ - პლებისციტზეც თანახმა ვიქნებითო. კომპრომისი რომელიც მოთხოვნად იქცევა, კომპრომისის ფუნქციას კარგავს - ასე დაემართა პლებისციტსაც. კომპრომისს იქამდე არ აცხადებ, სანამ კომპრომისამდე მიხვალ.
5. ამასობაში პატარა ვაშაძე გატყდა და კომპრომისად შემოგვასაღეს სრული იდიოტობა - თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც საპარლამენტოსგან თვისობრივად განსხვავებული არჩევნებია და იქ მიღებული, კიდევ უფრო გაუგებარი და უაზრო 43 პროცენტი.
6. ამის პარალელურად ოცნება აქტიურად მუშაობდა პროცესისთვის ტვინის გამოცლაზე (8 მარტის შეთანხმება მწარედ ახსოვდათ) - მიხვდნენ, რომ ოპოზიციაში ყარაჩოღლებიც არიან და იოლია მათი დაკომპლექსება, ამიტომ დაუწყეს “ბოკერიას მძევლები” “ბოკერიას შნირების” ძახება - ეს ნაცადი ხერხია, ვანო მერაბიშვილი და ზურა ადეიშვილიც იყენებდნენ “ბოკერიას გოშიას” სხვების დასაკომპლექსებლად.
7. გოიმები დაგოიმდნენ და პროცესს ჭკუა გამოეცალა - შეთანხმებას, რომელიც მხოლოდ უთანხმოებას გამოიწვევდა ორბელიანების სასახლეში თავჩაქინდრულმა მოაწერა ხელი ოპოზიციის გატეხილმა ნაწილმა.
8. მერე თავადვე დაიჯერეს გატეხილმა პარტიებმა 43 პროცენტის ძალა, ატეხეს ყვირილი რეფერენდუმზე (თითქოს შენ რომ დაუძახებ, ხალხიც მასე ჩათვლის) და გახარიაში დაიწყეს მოკავშირის ძებნა - გახარია უზომავდა ხიხოს წნევას თუ გახსოვთ.
9. და როგორც მოსალოდნელი იყო, 43 პროცენტის ილუზია დაიმსხვრა (ამას სააკაშვილის ჩამოსვლა/დაჭერამაც შეუწყო ხელი, ქოცების კონსოლიდაცია გამოიწვია) - “არჩევნები გაუქმდა, საქმეს ბოქლომი დაედო - რევოლუცია ჩქარა”!
არადა ოდნავი ნებისყოფა რომ გამოეჩინა სპექტრს და პლებისციტი გაგვეტანა, სანამ დასავლეთის ფოკუსში ვიყავით - დღეს ვადამდელი არჩევნების თარიღზე გვექნებოდა სამსჯელო, 46 პროცენტი აიღეს ქოცებმა.
10. ახლა ვართ იქ, სადაც კანონზომიერია - სადაც უნდა ვიყოთ, უჭკუოდ.
თან დიქტატურა დამყარებულა და თან მავანთ ბიძინას საარჩევნო რეფორმის იმედი აქვთ - ამიტომ აზიან მანდატებს. (ხალხი დებილი ჰგონიათ).
ეს არის სიმართლე, და ვისაც გეწყინებათ, ცივი წყალი დალიეთ.“
0
0