
ეს არის იყო შემთხვევითი, ეს იყო დაგეგმილი და ამის მტკიცებულება მაქვს, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ალეკო ელისაშვილის თავდასხმას.
„ჯერ ეს ქურდულად მოპარვა და ხელის დარტყმა, რომელ კაცობაში, ქართველობაში ზის და ცხოვრებაში ამას რომ ვერ გამიბედავდა ეს „კაცი“, ამაზე ლაპარაკი აღარ არის. ყველა ადამიანს აქვს თავისი აზრი და რწმენა და ამის გამო ერთმანეთს რუსები არ უნდა ვეძახოთ, თორემ მერე ასეთი არამზადები სარგებლობენ და ვითომ კაცობენ, ამას საკადრისი პასუხები გაეცემა. ასეთი ტიპის მიპარვით, ქურდულ, არაკაცურ, ფლიდურ ძალადობას შობს ეს ცრუ ნარატივი, რომელსაც ჩვენს მიმართ ვხედავთ.
რამდენიმე დღის წინ ჩემმა მეგობარმა მომწერა მესიჯი, რომელიც მისმა მეგობრის შვილმა მისწერა, რომელიც სხვათა შორის შარშან აქციებზე იდგა. სხვათა შორის რამდენიმე ჟურნალისტს ჩავუგდე რამდენიმე დღის წინ ეს მესიჯი - იქნებ მამუკა მდინარაძეს მიაწვდინოთ ხმა, დღეს ერთ-ერთი ონლაინ გამოცემა რომ არ დაუშვით, ერთი გოგოა, ეგ უნდა შევიდეს მდინარაძესთან ინტერვიუზე. პარლამენტში ვინც ჩვენები არიან არცერთს არ აქვს არაფრის თავი და იქნებ ამან ცოტათი მაინც მიაბანძოს ძალიან შეუბერაო. წესით პროვოკაციებს იკადრებენ, ამ დღეებში უკადრებელს იკადრებენ და მინდა იცოდესო. ეს იყო დაგეგმილი, სავარაუდოდ გადახდილი პროვოკაცია, რომელმაც ალეკო ელისაშვილმა იკადრა. ეს არის შეკვეთილი პროვოკაცია. თუ ჩხუბი უნდოდა, პირისპირ მოვიდეს, ეს არის შეკვეთილი პროვოკაცია ალეკო ელისაშვილის - ძალით კაცის შესრულებით“, - განაცხადა მდინარაძემ.
0
0