31/07/2023
19:31
პოლიტიკა
ანალიტიკოსი ირაკლი გოგავა, ბათუმში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება:
,,კვლევის მიხედვით, საკრუიზო გემის მგზავრი, რომელიც ერთი დღით, სასტუმროს ნომრით სარგებლობის გარეშე სტუმრობს ბათუმს, საშუალოდ 150-200 ლარს ხარჯავს.
მთავარი კი ქართული სტუმარ-მასპინძლობის წესის და ადათის ფეხქვეშ გათელვაა. ეს მნიშვნელოვანი ადათია, რომელიც მეზობელ ქვეყნებში ქართველსაც იცავს. გარდა ამისა, სტუმარი ღვთისაა, მტერიც რომ იყოს. წმინდა წერილი პირდაპირ მოგვიწოდებს სტუმრის პატივისცემისკენ.
ბათუმის პორტში მიმდინარე აქციები თავისუფლად შეიძლება კვალიფიცირდეს, როგორც სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული საბოტაჟი.
ციტატა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიდან:
“დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ – საბოტაჟი1. საქართველოს დასუსტების მიზნით სახელმწიფო ან სხვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.”
სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს!” - წერს გოგავა.
0
0