04/09/2023
10:58
რეგიონები
გავრცელებული ინფორმაცია, რომ სამტრედიაში, ქალაქის შესასვლელში, თბილისის მერის, კახა კალაძის მამის, კარლო კალაძის დაბადების დღის აღსანიშნავად ბურთის ქანდაკება დაიდგა, სიმართლეს არ შეესაბამება. - ამის შესახებ სამტრედიელებმა “სფეისნიუსს” განუცხადეს.
“სფეისნიუსი” სამტრედიაში რამდენიმე ადგილობრივს ესაუბრა.
როგორც ისინი აცხადებენ, ბურთი ერთმა ქალბატონმა გადასცა ქალაქს საკუთარი სახსრებით.
"ეს არის სამარცხვინო ჭორი.... ბურთი დგას ქალაქის შესასვლელში და ეს ერთმა, ძალიან კარგმა, ქალაქზე შეყვარებულმა ქალმა გადასცა მუნიციპალიტეტს. სამტრედია ყოველთვის ასოცირდებოდა ფეხბურთთან... სანამ რამეებს დაწერს მედია, სჯობს, გადაამოწმოს",- განუცხადეს “სფეისნიუსს” ადგილობრივებმა.
ცნობისთვის, სამტრედიაში ბურთის ქანდაკება დაიდგა. მედიის ნაწილმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამ ქანდაკების დადგმა თბილისის მერის, კახა კალაძის მამის, კარლო კალაძის დაბადების დღეს მიეძღვნა.
0
0