17/09/2021
12:44
პოლიტიკა
ეს არის ჩვეულებრივი ტექსტები, რომელიც შეუძლია ნებისმიერ ადამიანს აკეთოს და გამოაქვეყნოს. იცით რომ პროკურატურა დაიწყო გამოძიება, ახლა მათი პრეროგატივაა გვიპასუხონ, რასთან გვაქვს საქმე, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი, შალვა პაპუაშვილი სავარაუდო ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ მასალებს.
მან აღნიშნა, რომ ეს არის რუსული პროპაგანდის ხერხი.
„რაც შეეხება იმ ტექსტებს, რაც ამ ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყნდება. ვხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ აწარმოებს არანაირ წინასაარჩევნო კამპანიას და მოსალოდნელი იყო, რომ წინასაარჩევნო კამპანია იქნებოდა მხოლოდ მედიაში და იქნებოდა დაფუძნებული დეზინფორმაციაზე და ზიზღის ენაზე, სწორედ ახლა, ამ პროპაგანდისტული ხერხის ეპიცენტრში ვიმყოფებით. მთავარიო ხერხი, რაც პროპაგანდისტური არსებობს, სწორედ ეს არის რუსული პროპაგანდის ხერხი, რაც არი ზღვარის წაშლა სინამდვილესა და ტყუილს შორის. ასეთი ტექსტების გამოქვეყნებით უკვე კითხვები ისმის, რა არის სიმართლე, რა ტყუილი და ამის მიზანიც სწორედ ეს არის, რომ დაბნეულობა გამოიწვიონ საზოგადოებაში, ვიღაცას დააბრალონ ის, რაც დასაბრალებელი არ არის, ეს არის ტვინის არევის ჩვეულებრივი ხერხი. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამასთან დაკავშირებით კომენტარების გაკეთება საჭირო არ არის, შუძლებელია თქმა, რასთან გვაქვს საქმე. ეს არის ჩვეულებრივი ტექსტები, რომელიც შეუძლია ნებისმიერ ადამიანს აკეთოს და გამოაქვეყნოს. იცით რომ პროკურატურამ დაიწყო გამოძიება, ახლა მათი პრეროგატივაა გვიპასუხონ, რასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ინტერნეტში სავარაუდო ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე მასალები გავრცელდა.
საქართველოს პროკურატურაში მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო.
0
0