
„ეს ბრალდებები სრულიად არ შეესაბამება სინამდვილეს. ეს არის რუსული ნარატივი, რომელიც არ უნდა „ვიყიდოთ“. რატომ ვართ ნატო-ში? იმიტომ, რომ რუსეთის გვეშინია. ერთადერთი, რაც ნამდვილად მუშაობს - უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია, რომელიც მუშაობს - არის ნატო-ს ქოლგა,” – აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა Agence France-Presse-თან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი ნატო-ში გაერთიანებისკენ უკრაინის სწრაფვა იყო და რომ უკრაინას შეუძლია ალიანსში გაწევრიანება დაივიწყოს, რუსეთის ნარატივების გამეორებაა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია დაივიწყოს ნატო-ში გაწევრიანება.
0
0
უმეტესად ღრუბლიანი - ამინდი ხვალ
24/07/2025