
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, "ქართული ოცნებისა" და "ხალხის ძალის" მიერ დღის პირველ ნახევარში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
რაც შეეხება ერთობლივი განცხადების შემდგომ გავრცელებულ საზოგადოებრივ აზრს, რომ შესაძლოა "ქართულმა ოცნებამ" არ ჩააგდოს კანონპროექტი და ეს განცხადება მხოლოდ დროის გაწელვის მიზნით გაკეთდა, მამუკა მდინარაძე ამას კატეგორიულად გამორიცხავს და მკაფიოდ აცხადებს, რომ კანონი ჩავარდება. მდინარაძის განმარტებით, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც უკან ვერავინ წაიღებს.
"არა, ეს გავმიჯნოთ - კანონი ჩავარდება. ეს ძალიან მკაფიოდ - კანონი ჩავარდება პირველივე სხდომაზე, როგორც ამას საქართველოს რეგლამენტი ითვალისწინებს. სხვაგვარო დათქმა არ არის. აქაც განმარტებას გავაკეთებ, რომ სპეკულაციები მორჩეს. ისევე როგორც პირველივე მოსმენამდე ეს ფორმალური საუბრები, რამაც გამოიწვია და ჩემი აზრით აბსოლუტური სპეკულაციაა იმიტომ, რომ თუ კი ვინმეს უნდა ახლა ამ ფორმალიზმთან დაკავშირებით რაღაც მუხტი შეინარჩუნოს პასუხისმგებელი იქნება თითოეულის ფრჩხილის ტკენაზე, პირდაპირ რომ დავარქვათ თავისი სახელი ამითი თუ აპირებენ რაღაცა მუხტის გაზრდას. აბსოლუტური სპეკულაციაა ტექნიკურ და ფორმალურ დეტალებზე საკითხების გადატანა და ამით მუხტის შენარჩუნების მცდელობა.
ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც ახლა ყველა ხდება, რომ უკან ვერავინ წაიღებს, თორემ ხალხის პროტესტზე თუ არის რაღაც საუბარი, ათმაგი პროტესტი იქნება ამის უკან წაღების დროს, ეს წარმოუდგენელი ამბავია," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
0
0