"ეს არის მორიგი შეცდომა, რომელსაც სამწუხაროდ აშშ უშვებს თავის სტრატეგიულ პარტნიორთან - ასე ეხმაურება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი შშ-ს მიერ “ქართული ოცნების” წევრებზე, პარლამენტის წევრებზე, სამართალდამცავებსა და კერძო პირებზე სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანშის გამოაცხადებას.
მისი თქმით, დღევანდელი სანქციები მიზნად ისახავას უფსკრულის გაღრმავებას ხელსუფლებასა და ხლხს შორის.
,,ეს სულ ცინცხალი სიახლეა. ეს არის მორიგი შეცდომა, რომელსაც სამწუხაროდ, აშშ უშვებს თავის სტრატეგიულ პარტნიორთან. ალბათ მორიგი შეცდომაც იქნება დაშვებული. ამას დინამიკა მავარაუდინებს და ალბათ, ეს კიდევ გაწელავს იმ დროს, რომელიც საჭიროა დადგეს ორმხრივ ურთიერთობებში. პირველ რიგში აშშ-ს ძალიან სჭირდება რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს
ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი მათთან მეგობრობაზე. “მტრულ აქტში“ არს ერთადერთი სიტყვა- რომელიც ყველა ხაზში მეორდება, „ეს მთავრობა“- რომელიც ვიღაცისთვის ის არის პრობლემა. ამ მთავრობას არასდროს არ გადაუდგამს საწინააღმდეგო ნაბიჭი ამ სტრატეგიული ურთიერთობაში. ყველა დარგსა და სფეროში ვიყავით ერთგულები ამ ურთიერთობის.
ჩვენ უნდა დაგვაშორონ ჩვენივე ერს - ჩვენ დღეს ვთამაშობთ ფარის ფუნქციას, რომელიც უნდა დაეცეს. რა თქმა უნდა, არცერთი ხელისუფლება არ არის იდეალური, მაგრამ სამარცხვინოა იმის თქმა, რომ ეს ხელისუფლება არის უარესი, ვიდრე წინა ხელსიუფლება. დღევანდელი სანქციები მიზნად ისახავას უფსკრულის გაღრმავებას ხელსუფლებასა და ხალხს შორის, რაც აქამდე ვერ მოხერხდა. და როდესაც ეს მოხდება, მისი წაქცევა მარტივია." - თქვა წულუკიანმა
0
0