
მტრული აქტს და ჯონ ვილსონის ცირკს უწოდებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი კონგრესში მიღებულ საქართველოს "მეგობარ აქტს".
როგორც მარიამ ლაშხმა რადიო "სივრცესთან" საუბრისას განაცხადა, იურიდიულად, კონგრესში, ხარდამჭერების რაოდენობის მიუხედავად, მსგავსი ტიპის დოკუმენტები ინიცირდება იმისთვის, რომ პრეზიდენტს შესაბამისი გადაწყვეტილებების მანდატი მისცენ. თუმცა, როგორც ლაშხი განმარტავს, პრეზიდენტს ისედაც აქცს მსგავსი მანდატი და მეტიც, მას საომარი მოქმედებების წარმოებაც კი შეუძლია კონგრესის თანხმობის გარეშე.
,,ხმაურის ატეხვა იმაზე, რისი მანდატი ისედაც აქვს პრეზიდენტს, სხვა არაფერია, თუ არა უილსონის ცირკი, რომლის აქტივობებშიც მონაწილეობს ქართული ოპოზიცია“ - განაცხადა ლაშხმა და დასძინა, რომ ოპოზიციის ძალსიხმევა მიმართულია ქვეყნის სოციალურ - ეკონომიკურ კატასტროფამდე მიყვანისკენ, რაც არ გამოუვათ.
,,ამ შოუს დგამენ არც თუ ისე მაღალანაზღაურებადი ლობისტები, როგორიცაა ჯო უილსონი“ - განაცხადა ლაშხმა.
0
0