26/10/2024
16:59
არჩევნები 2024
საერთაშორისო დამკვირვებელი, ანდრაშ ლასლო საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ პროცესი შესაბამისი სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს. მისივე თქმით, ყველაფერი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად ხდება.
"ამ დილით დავიწყეთ მეთვალყურეობა. ჩვენ ვეწვიეთ სხვადასხვა საარჩევნო უბანს და ყველაფერი წესრიგში იყო. ჩვენ ვესაუბრეთ სხვადასხვა პირებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ა.შ. ასევე, ქართველ ამომრჩევლებს, რომლებიც მონაწილეობენ არჩევნებში. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ელექტრონული სისტემა არის გამართული, ადამიანები ძალიან თავდაჯერებულად, მშვიდად მოქმედებენ და მათ ნათლად ესმით, თუ როგორ მოიხმარონ ეს სისტემა. ჩვენ განვაგრძობთ არჩევნების პროცესების მეთვალყურეობას მანამ, სანამ დამთავრდება ეს პროცედურა და სანამ არ დაიხურება საარჩევნო უბნები.
ყველაფერი მიმდინარეობს შესაბამისი რეგულაციების დაცვით, წესის და რიგის მიხედვით. ზოგადი ხედვა, რასაც ჩვენ გვკარნახობს ჩვენი გამოცდილება არის ის, რომ ეს არის ძალიან თავისუფალი არჩევნები და მთელი პროცესი სრულყოფილად მიმდინარეობს. წინა პლანზეა დემოკრატია და, შესაბამისად, საბოლოო ჯამში, ნდობა გამოხატული იქნება. ჩვენ რაც ვნახეთ, შესაბამისი პირობები ხორციელდება და ყველაფერი ხდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად," - აცხადებს ლასლო.
დღეს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება. წელს, ქვეყანაში პირველად ტარდება საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით. ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურება.
0
0