
რუსი ჟურნალისტი მარგარიტა სიმონიანი ტელეგრამ-არხზე წერს, რომ ტერაქტის უკან „ისლამური სახელმწიფო“ არ დგას. არამედ, მისი თქმით, უბრალოდ, შემსრულებლები ისე შეირჩა, რომ სულელი მსოფლიო საზოგადოება დაერწმუნებინათ, რომ ეს ISIS იყო.
„შემსრულებლების ვინაობა უკვე ვიცით. მათი სახეები უკვე ვნახეთ და ვიცით, რას მღერიან დაკითხვის დროს. (ჩვენ არ ვაქვეყნებთ, რომ გამოძიებას ხელი არ შევუშალოთ).
და მაშინვე ცხადი ხდება, რატომ ყვიროდა გუშინ ამერიკული მედია ერთხმად, რომ ეს იყო ISIS.
იმიტომ რომ ეს არ არის ISIS. უბრალოდ, შემსრულებლები ისე შეირჩა, რომ სულელი მსოფლიო საზოგადოება დაერწმუნებინათ, რომ ეს ISIS იყო.
ეს არ არის ISIS. ეს არიან „ხოხლები“ (უკრაინელთა დასაცინი ზედწოდება რუსეთში). იმ ფაქტმა, რომ გუშინ, ჯერ კიდევ დაპატიმრებამდე, დამნაშავეთა სახელებსა და სახელებზე დასავლურმა სადაზვერვო სამსახურებმა დაიწყეს მოსახლეობის დარწმუნება, რომ ეს ISIS იყო, ამ ქურდებს ქუდზე ცეცხლი წაუკიდა“ - წერს სიმონიანი.
0
0