-share.jpg)
მიხეილ სარჯველაძე „იმედის კვირის“ გამოძიებას გამოეხმაურა, რომელიც ზურაბ ჯაფარიძისა და მისი თანაგუნდელების მიერ ორგანიზებულ ტრენინგებს ეხება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიიჩნევს, რომ ჯაფარიძემ არჩევანი სტუდენტებზე იმიტომ გააკეთა, რომ მსი მიზნების მისაღწევად ახალგაზრდების მართვა გაცილებით მარტივია.
„სამწუხაროდ, ბატონი ჯაფარიძე არაერთხელ არის შემჩნეული ასეთ ქმედებებში, რომლებსაც აღარ შეიძლება ვუწოდოთ უბრალოდ დესტრუქციულობა. ეს სულ უფრო მეტად და მეტად იღებს საშიშ ხასიათს, იმიტომ რომ აშკარად იგრძნობა არა უბრალოდ ნარატივი, არამედ კონკრეტული გეგმების განხორციელებაზე მუშაობა, რომელიც გულისხმობს ე.წ. სისხლიანი რევოლუციების განხორციელების, სცენარების დადგმის, სპექტაკლების გათამაშების სურვილს. ერთია, რომ არავითარი რესურსი არ გააჩნია, რომ რეალურად ეს ყველაფერი დაატრიალოს. მიუხედავად ამისა, ეს არ არის ის, რაც თავსებადია თანამედროვე, ცივილიზებული, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებთან. ბუნებრივია, ასეთი რამ კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა სარჯველაძემ.
რას ასწავლიან ზურაბ ჯაფარიძე და მისი პარტნიორები შაბათ-კვირის შეკრებებზე სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს. საკითხით „იმედის კვირის“ ჟურნალისტები მას შემდეგ დაინტერესდნენ რაც ერთ ერთმა მონაწილემ „იმედს“ ტრენინგიდან ჩანაწერი მიაწოდა. ამის შემდეგ გადამღებმა ჯგუფმა შეისწავლა და მოიპოვა უამრავი ფოტო და აუდიო მასალა ღია თუ დახურული წყაროებიდან. ერთ-ერთ აუდიოჩანაწერში, რომელიც „იმედს“ ასევე წყარომ მიწოდა, ჯაფარიძის პარტიის ლიდერები დეტალურად განიხილავენ როგორ უნდა გარდაიქმნას ე.წ. თავისუფლების უიკენდები პროტესტად და რა როლი ექნება ამ პროცესში ჯაფარიძეს.
0
0
რუსეთის პრეზიდენტი სექტემბერში ჩინეთში ჩავა
11/05/2025