
. ეს აქცია რომ ჩავარდეს, ეს იქნება, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე... მათ შორის [იგულისხმება] ცოტა ხალხი რომ მივიდეს ან ცუდად რომ იყოს ორგანიზებული და ა.შ. ანუ არასწორი სურათი რომ შეიქმნას აქციაზე, რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან ცუდი. - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის მიერ 16 ივნისს დაანონსებულ შეკრებას.
„ცოტა მოუმზადებელია ეს ინიციატივა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, ზოგადად, აქციის ორგანიზება ბევრ რამესთან არის დაკავშირებული, ბევრ ნიუანსთან. ეს აქცია რომ ჩავარდეს, ეს იქნება, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე... მათ შორის [იგულისხმება] ცოტა ხალხი რომ მივიდეს ან ცუდად რომ იყოს ორგანიზებული და ა.შ. ანუ არასწორი სურათი რომ შეიქმნას აქციაზე, რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან ცუდი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავთვალოთ, გავიაზროთ და ამის მიხედვით მივიღებთ, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას. მე ერთპიროვნულად, რა თქმა უნდა, გამიჭირდება ამაზე პასუხის გაცემა. არა მხოლოდ ერთპიროვნულობაზეა საუბარი, ანალიზი გვჭირდება ყველაფრის. აქცია როდესაც იგეგმება ასეთ მნიშვნელოვან თემაზე, ის უნდა იყოს კარგად გააზრებული და ჩვენი გადაწყვეტილებაც, ბუნებრივია, იქნება სათანადოდ გააზრებული“, - თქვა კობახიძემ.
მან ასევე შეაფასა პრეზიდენტის პრეზიდენტის ბრიფინგის დანარჩენი ნაწილი.
„ბრიფინგს რაც შეეხება, სამწუხაროდ, იყო ძალიან სუსტი ანალიზი წარმოდგენილი. ეს სისუსტე ანალიზის შეიძლება ორი რამის შედეგი იყოს: ერთი, ინფორმაციის დეფიციტის. ჩვენ რამდენჯერმე გვქონდა მცდელობა პრეზიდენტისთვის მიგვეწოდებინა დეტალური ინფორმაცია იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც მათ შორის კულისებში წარიმართება, მათ შორის შარშან, 19 აპრილის შეთანხმების გარშემო და მის შემდეგ; უკრაინაში ომის გარშემო; თუმცა ის სამწუხაროდ, ამ ინფორმაციას არ იღებდა. შეხვედრები გვქონდა, თუმცა მას არ ჰქონდა ის რეაქცია, რაც უნდა ჰქონოდა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მას არ დაუზუსტებია, რას გულისხმობდა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მიიჩნევს, რომ ბრიფინგზე ზურაბიშვილმა ბევრი საჯარო ფაქტი მხედველობაში არ მიიღო. „ბევრი რამ არ იცის, რაც ხდება პოლიტიკაში“, - შენიშნა დეპუტატმა.
ირაკლი კობახიძემ დაამატა, რომ „სრულიად გულუბრყვილობაა ასეთი რამ დაიჯერო, რომ რეზოლუციის [ევროპარლამენტში] მიღების მიზეზი იყო „ნაცმოძრაობის“ კარგი მუშაობა და ჩვენი ცუდი მუშაობა. ეს იმდენად ღიმილის მომგვრელია...“ ირაკლი კობახიძის განცხადებით, „აქ [ევროპარლამენტში] მოქმედებდა გარკვეული ლობი. დეტალებში არ შევალ. ამაზე ლაპარაკი არ ივარგებს“.
0
0