
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ ვითარებაზე საუბრობს. მისი თქმით, პარტიის წევრი პეტრე ცისკარიშვილი ხელს უშლიდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დასახმარებლად გასამართი პოლიტიკური აქტივობების ჩატარებას.
„მიშას შიმშილობის 30-ე დღე იყო. გვინდოდა, რომ ამის მობილიზება გაგვეკეთებინა არა მხოლოდ სოციალურ ქსელში, ასევე მის მიღმა. გადავწყვიტეთ, დაწყებულიყო ცნობილი სახეების აქცია. დავგეგმეთ, რომ კარგი იქნება, ამას ციხესთან თუ გავაკეთებდით... ლოგისტიკურად უზრუნველყოფა უნდა გაეკეთებინა პარტიას. საუბარია, რომ უნდა დაედგათ სცენა, თბილისში უნდა დაგვენიშნა სამარშრუტო ტაქსები, ლოგისტიკური ამბები იყო გასაკეთებელი, რაც მოითხოვდა ფინანსებსაც.
მითხრეს, რომ პარტიიდან არის ერთი ადამიანი, ვისაც ამ დეტალებზე უნდა დავეკონტაქტო. ეს ადამიანი ჩემთვის ძალიან არაუცხოა, უფრო მეტიც ეს ადამიანი არის თავიდან ბოლომდე მიშას შექმნილი პოლიტიკურად, რასაც სხვებზე ვერ ვიტყვი. ის განსაზღვრავს ხარჯვის ნაწილს... ჯერ ისეთი აგრესიული გახდა, დათვლილი რატომ არ მომიტანეო. გაიხედა გვერდზე, ფიცარი ეგდო და ეს საკმარისი არ არისო, მითხრა... ეს იყო პეტრე ცისკარიშვილი... ყველა ჯერზე მეუბნებოდნენ, ნანუკა, ახლა ამის დრო არ არის, ამით იხეირებს კობახიძე. რით უნდა იხეიროს კობახიძემ, „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არსებობს ფიზიკურად, იხეირეს უკვე. „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ კატასტროფით უკვე ხეირობს“, - განაცხადა ჟორჟოლიანმა.
ნანუკა ჟორჟოლიანმა, ასევე, ისაუბრა ლევან ხაბეიშვილზეც. მისი თქმით, ორჯერ შეხვდა მას, თუმცა შემდეგ „დაკარგა“.
0
0