
ადამიანების დაბულინგების და დამცირების ახალი ტალღის აგორების მცდელობაა, ეს ადამიანები ვერ იაზრებენ, რომ ბულინგი მთელი საქართველოსთვის მიუღებელია, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ განაცხადა.
ბითაძე გუშინ მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. სოციალურ ქსელში გუშინ ვატო შაქარიშვილსა და „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, გიორგი მამნიაშვილს შორის მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა გავრცელდა. ჟურნალისტი ვატო შაქარიშვილსა და გოგა ხაინდრავას ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. გიორგი მამნიაშვილი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. ამასთან, როგორც ინციდენტთან დაკავშირებით მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წარმომადგენელმა, ვატო შაქარიშვილმა განაცხადა, გოგა ხაინდრავასთან ერთად ქაშუეთიდან გამოვიდა, რა დროსაც ტელეფონმომარჯვებული მამნიაშვილი მათთან მივიდა და „მონის“ ძახილი დაუწყო.
„სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ადამიანების დაბულინგების და დამცირების ახალი ტალღის აგორების მცდელობაა. შემდეგ, როცა საპასუხო რეაქციას იღებენ, რატომღაც ეს ადამიანის უფლებების დარღვევად ინათლება. ეს ადამიანები ვერ იაზრებენ, რომ თვეების განმავლობაში მათი მხრიდან წარმოებული ე.წ. შიდა ტერორიზმი – ადამიანების ბულინგი მთელი საქართველოსთვის მიუღებელია. მათ ვურჩევ, ასეთ ქმედებებს თავი დაანებონ, რადგან ეს ყველაზე მეტად მათ აზიანებთ“, – განაცხადა ბითაძემ.
0
0