09/04/2023
21:13
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა გაირკვეს, ვინ არის ნამდვილი ოპოზიცია და ვინ – თვითმარქვია.
ამის შესახებ ხაბეიშვილმა რუსთაველის გამზირზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„თავისუფლება მიშას. ეს არ არის ვიწროპარტიული ინტერესები, ეს არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხე, როცა ვხედავთ, როგორ კლავენ მესამე პრეზიდენტს წამებით, ამასობაში, ყველა მოგვიწოდებს, რომ პრეზიდენტის მწამებლებს და მკვლელებს არ გელოდებით ევროკავშირში. ამიტომაც არის კიდევ მნიშვნელოვანი მიშა სააკაშვილის თავისუფლება. და დღეს თქვენ აქ ნახეთ მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, რომელმაც ისაუბრა ერთობის მნიშვნელობაზე, ნახეთ პოლიტიკური ლიდერი გიორგი ვაშაძე, რომელმაც ასევე ისაუბრა ერთობის მნიშვნელობაზე. ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა გაირკვეს, ვინ არის ნამდვილი ოპოზიცია და ვინ არის თვითმარქვია ოპოზიცია“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.
0
0