
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში - ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებთან, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს.
მებაჟე ოფიცრებმა, თურქეთის მხრიდან შემოსული საქართველოს მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული 247 აბი ,,სუბოქსინი“ აღმოაჩინეს.
ასევე, მებაჟე ოფიცრის მიერ, ეჭვის საფუძველზე, ,,ქუთაისის აეროპორტში“ საქართველოს მოქალაქის, ფიზიკური, დათვალიერების შედეგად, გამოვლენილი იქნა, სხეულზე მალულად განთავსებული, სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალების შემცველი 169 კაფსულა მედიკამენტი.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.
0
0