
"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ცესკოში საინიციატივო ჯგუფად დარეგისტრირდება და ხელმოწერებსაც წარადგენს, თუ ხელისუფლება რეფერენდუმს თავად არ დანიშნავს.
"ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ნანა კაკაბაძემ რადიო "სივრცეში" განაცხადა, რომ ხელისუფლება შესაძლოა არ იყოს წინააღმდეგი ამ რეფერენდუმის, მაგრამ ამის ღიად აღიარებისთვის საკმარისად ძლიერი არ არის.
"თუ ვერ აგვყვებიან ამ ინიციატივაში და თუ მაინც ეკეკლუცებიან ევროკავშირს, ჩვენ დავრეგისტრირდებით საინიციატივო ჯგუფად, შევაგროვებთ ხელმოწერებს, 300 ათასსაც კი" - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.
"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით მას შემდეგ გამოვიდა, რაც ევროკავშირმა ახალი ლგბტქ+ სტრატეგია დაამტკიცა.
რეფერენდუმმა უნდა გამოარკვიოს საქართველოს მოსახლეობის ნება, სურთ თუ არა საქართველო გახდეს ისეთი ევროკავშირის წევრი, რომელიც ბავშვებს სქესის შეცვლის სამართლებრივ პროცედურებს უმარტივებს.
0
0