
“ევროული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, პრეზიდენტ ზურაბიშვილის “ქართულ ქარტიას” კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
"დიდი ხანია ჩვენ შინაარსზე შეთანხმების აუცილებლობაზე ვსაუბრობთ და ერთობად სწორედ ეს წარმოგვიდგენია, იმიტომ რომ მე და ვაშაძე ერთად სელფის გადავიღებთ თუ არა, ამომრჩეველს ეს არაფერს აძლევს, მაგრამ თუ სასამართლო სისტემის რეფორმაზე შევთანხმდებით, ეს ძალიან ბევრს ცვლის.
პრეზიდენტმა ერთიანი სიის და ტექნიკური მთავრობის იდეა მთლიანად მოკლა. ერთიან სიას მე მივიჩნევდი, ბიძინა ივანიშვილის გამარჯვების ძალიან მოკლე გზად და შესაბამისად, ეს მიმაჩნდა კატასტროფად.
📢ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ერთიანი სიის და ტექნიკური მთავრობის იდეას, სააკაშვილი-კეზერაშვილის ტროას ცხენად ვხედავ და შესაბამისად, ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ეს ორი თემა საფუძვლიანად მოკლა პრეზიდენტმა
მოვა არჩევნები, მივიღებთ მონაწილეობას, პრეზიდენტის პროექტი დაგვეხმარება, რომ გავაფართოვოთ კონსენსუსი მოსახლეობაში.
ასევე, გაგვიადვილებს დასავლეთთან ურთიერთობას, რადგან სანქცირების პოლიტიკას როცა დაიწყებს დასავლეთი, უფრო ინტენსიური იქნება, როდესაც იცის ვის და რას ეხმარება. კეზერაშვილ-სააკაშვილის პროექტის მოსვლა ხელისუფლებაში, ქართველი ხალხის მოთხოვნის პასუხად, მათი ხელშეწყობით ვერ მოხდება. შესაბამისად, ეს დამზღვევი, რაც პრეზიდენტმა ჩადო, ძალიან კარგია.
🔻ქართველი ხალხის დაკვეთა არის ევროპაში ინტეგრაცია. შესაბამისად, ევროპა არ არის ლამაზი სიტყვები მხოლოდ, ევროპა არის კონკრეტული სისტემა. პრეზიდენტმა პოლიტიკოსებს მისცა შანსი, რომ ამომრჩეველს აჩვენოს ის სისტემა, რითაც აპირებს ამ საზოგადოების ევროპაში დაბრუნებას.
პოლიტიკური პარტიები ამას პოზიტიურად თუ არ უპასუხებენ, ხალხის დაკვეთის წინააღმდეგ წავლენ" - აცხადებს ჩერგოლეიშვილი ტვ “პირველთან”.
0
0