
პენიტენციური დაწესებულებებიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრებში მსჯავრდადებულთა გაყვანის პროცესი დაიწყო. წელს ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებში 21 პატიმარი მონაწილეობს, მათ შორის, 1 არასრულწლოვანი, - ამის შესახებ ინფორმაციას პენიტენციური ავრცელებს.
„პენიტენციური სამსახურისთვის მსჯავრდადებულთა უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა პრიორიტეტულია. ამ მიზნით პატიმართათვის ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტი „ციფრული უნივერსიტეტი“ მოქმედებს, რომელიც უფრო ხელმისაწვდომს ხდის საუნივერსიტეტო განათლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს აკადემიური სწავლების ხარისხს.
პენიტენციური სამსახური მხარს უჭერს და მომავალშიც გააგრძელებს მსჯავრდადებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამის ფარგლებში, მსჯავრდადებულთა განათლებასა და სხვადასხვა მიმართულებით განვითარებაზე ზრუნვას“, - აცხადებენ პენიტენციურში.
0
0