08/06/2022
13:07
პოლიტიკა
ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრმა ირაკლი ზარქუამ, პარლამენტში მიმდინარე პოლიტიკურ დებატებზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ სალომე სამადაშვილს მიმართა, სადაც მას ყოფილი ხელმოცარული დიპლომატი უწოდა.
ირაკლი ზარქუას თქმით, 2008 წელს სალომე სამადაშვილს და მის გუნდს არაფერი სასახელო არ გაუკეთებია.
,,ხშირად ვუსმენ ხოლმე, მიწევს, ქალბატონი სამადაშვილის მოსმენა. მე ვერ ვხვდები რამე დავაშავეთ ამ ქალბატონის წინაშე? რა ტონალობაში გველაპარაკება და შეურაცხყოფას მისი გამოსვლა ყოველთვის რატომ გვაყენებს. ერთი ხელმოცარული დიპლომატი ხარ, მეტი არაფერი, ყოველთვის მინდოდა მეთქვა, ხელმოცარული დიპლომატი ხარ ისიც ყოფილი, რომელმაც 2008 წელს, სადაც რუსეთის აგრესიამ ჩვენი 20 პროცენტი შეიწირა, სადაც შეიწირა ჩვენი გმირი ბიჭები, უამრავ დედას შავები ჩააცვა, შენ იმდენი მოახერხე რომ სანქცია ვერ დაგიწესებია ერთი სახელმწიფოს მხრიდან. იმდენი გააკეთე რომ ევროსაბჭოში რეზოლუცია მიაღებინე შენს გუნდს, მხარი დააჭერინე, სადაც ქართველი ბიჭები დაადანაშაულე ომის ესკალაციაში.
და რა ტონალობაში გველაპარაკები ქალბატონო სალომე, თქვენ რამე არ აგერიოთ, ამოვიდა ყელში თქვენი ეს ქედმაღლური საუბარი, კეთილი ინებეთ და იყავით ადეკვატური, არაფერი სასარგებლო არ გაგიკეთებიათ თქვენ 2008 წელს, ხელმოცარული დიპლომატი ხართ და ეს იცოდეთ, მეტი არაფერი'' - ირაკლი ზარქუა
0
0