
უკრაინაში გაასამართლებენ 15 ოკუპანტს, რომლებსაც თითქმის ერთი თვის განმავლობაში 368 ადამიანი, მათ შორის 69 არასრულწლოვანი ჩერნიგოვში, სკოლის სარდაფში ჰყავდათ ჩაკეტილი. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის გენერალური პროკურატურის ოფისი ავრცელებს.
რუს ოკუპანტებს ბრალი ედებათ ომის წესებისა და სწავლებების დარღვევაში.
„ჩერნიგოვის რაიონის მოქალაქეების მიმართ სასტიკი მოპყრობისთვის რუსეთის ფედერაციის 15 სამხედრო მოსამსახურეს გაასამართლებენ. გამოძიებამ დაადგინა, რომ 2022 წლის მარტის დასაწყისში ოკუპირებულ სოფელ იაგოდნოეს სკოლის სარდაფში 368 ადამიანის, მათ შორის 69 არასრულწლოვნის გამოკეტვისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
უკრაინის გენპროკურატურის ცნობით, ოკუპანტები ადგილობრივ მცხოვრებლებს იმისთვის იყენებდნენ, რომ საკუთარი სამეთაურო პუნქტი უკრაინელი სამხედროების შესაძლო შეტევითი მოქმედებებისგან დაეცვათ.
0
0
იაპონიაში ტყის ხანძარს ებრძვიან
04/03/2025