
"ტაბულას" დამფუძნებელი და "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, თამარა ჩერგოლეიშვილი ფეისბუქზე სტატუსს აქვეყნებს:
ძალიან დიდი ხანია, წლებია ვაკაკუნებ, ვაკაკუნებ, ვაკაკუნებ, რომ
ნაცმოძრაობის ხმები არის არა მიშას ხმები, არამედ ხუთიანის ნორმატიული გავლენის ხმები.
ამიტომ ვიცოდი ზუსტად, რომ მიშას მხარდასაჭერად ხალხი ქუჩაში არ გამოვიდოდა და ვცდილობდი მისთვისაც ამეხსნა, რომ ციხე უნდა ეზიდა, ამისთვის მომზადებულიყო და არა იმისთვის, რომ "ხალხი გაათავისუფლებს".
მარა ვირის ყურები გამოიბა ."შენ გშურს რომ მე ხალხს ვუყვარვარ და შენი ქმარი სძულთო" - ამას მპასუხობდა ეგ კაცბავშვა.
მე კაკუნს გავაგრძელებ, იმიტომ რომ რასაც ვიძახი, ჩემზე ჭკვიანების მიერ შესწავლილი ჭეშმარიტებაა და მაინც ისე იქნება, როგორც ვიძახი.
მაგრამ აი პოლიტიკური ელიტა (პარტიული, სამოქალაქო, მედია) უბრალოდ უმეცარ, გაუნათლებელ, უსინდისო და ზარმაც სუბიექტთა ჯოგი ხართ და ერთი სული მაქვს გადაგაშენოთ.
გადაგაშენოთ იმიტომ, რომ ფასით ხართ ნაყიდი და ადამიანის ადგილს აცდენთ - ერთი გუგლი და გუგლ ტრანსლეითი გაშორებთ იმის გაგებას, რისი გაგებაც ასეთი იოლია, და თქვენ მაინც იმას არჩევთ რომ რასაც სხვა ყიყინებს, იგივე იყიყინოთ.
ფიქრი და გააზრება თქვენთვის შარია.
0
0