
ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი დარწმუნებულია, რომ გიორგი გახარიას პარტია მაისამდე პარლამენტში აუცილებლად შევა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მანდატები აუცილებლად შეუწყდებათ.
გადაცემა - "სივრცეში ეკა ვეფხვაძესთან", სოზარ სუბარმა, გიორგი გახარიას საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მისვლასაც სწორედ პარლამენტში შესვლის სურვილით ახსნა.
"ერთი სული აქვთ პარლამენტში შემოვიდნენ, მაგრამ ეშინიათ დანარჩენი პარტიების ბულინგის" - განაცხადა სუბარმა, რომელიც ასევე ფიქრობს, რომ გახარიას არსებულ სიტუაციაში პარტიული რეიტინგის გაზრდის იმედი აქვს.
რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციას, რომლებმაც საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვეს და რომელთაც პარლამენტმა ეს მოთხოვნა მალევე დაუკმაყოფილა, სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ისინი ამ გადაწყვეტილებას არ ელოდნენ და ეგონათ, რომ 2020 წლის მსგავსად, მმართველი გუნდი მათ პარლამენტში დარჩენის საშუალებას მისცემდა.
0
0