06/08/2023
21:23
საზოგადოება
ერთი რამ დადასტურებით შემიძლია გითხრათ, რომ 3 აგვისტოს ბუბის წყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა კლდე-ზვავის მასისა და მყინვარის ნაწილის ჩამოშლას, რასაც თან დაერთო თანმდევი მეწყრული და ღვარცოფული პროცესები, რომლის პროგნოზირებაც, როგორც სპეციალისტები გვეუბნებიან, პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, მომხდარი ტრაგედიის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო.
„ჩვენ ვდგავართ იმ კატაკლიზმების შედეგების რისკის ქვეშ, რომელიც გამოწვევაა დღეს მთელი მსოფლიოსთვის და სამწუხაროდ, პრევენცია რიგ შემთხვევაში არის შეუძლებელი. სამწუხაროდ, შოვშიც სტიქიური მოვლენები განვითარდა იმდენად სწრაფად, რომ ამ ტრაგედიის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო“, - განაცხად მინისტრმა.
ცნობისთვის, შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონაში 18 გარდაცვლილი იპოვეს. სამაშველო ღონისძიების ფარგლებში უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი.
0
0