14/03/2023
23:04
პოლიტიკა
ისტორიკოსი, ნუკრი შოშიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"ერთი რადიკალიზმი ბადებს, მეორე რადიკალიზმს. არ დაგვავიწყდეს, რომ ალტ-ინფო გაჩნდა ლიბერალურ რადიკალიზმის კონტექსტში. იმ კონტექსტში, როდესაც ადამიანის მწამებლები, მკვლელები და მათი გამპრავებლები გველაპარაკებიან ევროპაზე და ადამიანის უფლებენზე და ეს ვითომ ნორმად უნდა მივიღოთ.
იმ კონტექსტში, როდესაც ლიბერალურ ბაბლებს შეეძლოთ ადამიანების იზოლირება, ადამიანის საარსებო საშუალებების გარეშე დატოვება და მათი ხმის სრული ჩახშობა.
მედიები რომლებიც ადამიანებს ხმას არასდროს აშუქებდნენ და მათ რევოლუციურ დღისწესრიგს ქმნიდნენ.
ადამიანები რომლებიც, ადამიანებს განსხვავებული აზრის გამო რუსეთუმეს უწოდებდნენ, მაგრამ ხმას არ იღებდნენ კეზერაშვილის მიერ ომში იარაღის რუსებზე ჩაბარებაზე, ტერიტორიების დაკარგვის მიზეზებზე, რუსებისადმი სტრატეგიული ობიექტების გადაცემაზე და ა.შ. როდესაც იარლიყი "რუსეთუმე" უბრალოდ გამოხატავდა არა რუსეთის ინტერესების მსახურების ადამიანებს (იმიტომ რომ ამ შემთხვევაში თვითონ აღმოჩნდებოდნენ ესეთებად) არამედ მათგან განსხვავებულ პოზიციების ადამიანებს.
რადიკალურმა უსამართლობამ, წარმოშვა მეორე რადიკალიზმი. ეხლა წუწუნი, რომ რადიკალური ადამიანები არიან ალტინფოში, რომ ვიღაცეებს ეშინიათ მათი და ა.შ. ბოდიში და ძალიან ბევრი ადამიანი პირიქითაა, თავის თავზე გამოცადა შევიწროვება თქვენი მხრიდან.
მე ზოგადად არ ვუჭერ მხარს რადიკალიზმს, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია, რატომ არის ნაციონალი კარგი და ალტინფოელი ცუდი, რატომ უნდა აიკრძალოს ერთი და არ აიკრძალოს მეორე. ვინმემ დამისაბუთოს ეს. რატომ არის კარგი და ქული ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, რომელმაც იცოდა რაც ხდებოდა ციხეში და მაინც იყო ნაციონალებში და საშინელებაა ზურა მახარაძე.
საქართველოში უამრავ ადამიანს დაენგრა ცხოვრება ჯერ ნაციონალების გამო, შემდეგ ლიბერალების გამო, მათი გამპრავებელი მედიების გამო - არ დაგავიწყდეთ ეს.
ასე რომ ალტინფო არის ლიბერალური რადიკალიზმის მეორე მხარე. ადამიანების ფსიქოლოგია კი ისე მოწყობილი, როდესაც ერთი რადიკალური ჯგუფი უტევს მათ, ისინი ავტომატურად დაცვას ეძებენ მეორე რადიკალურ ჯგუფისგან, წერს შოშიაშვილი.
0
0