
“გაიგებთ ყველაფერს, მე რა უნდა გითხრათ?! დაპირისპირება ალბათ, მისმა (ვანო მერაბიშვილის) პიროვნებამ გამოიწვია. თავდასხმა არ ყოფილა, ერთი-ორი პანჩური იყო ალბათ, შეიძლება”, ამის შესახებ მსახიობმა და მომღერალმა, გია გაჩეჩილაძემ ("უცნობი") მედიასთან განაცხადა. ეს მისი პირველი კომენტარია მას შემდეგ, რაც 2 იანვრის ინციდენტის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.
“უცნობის” თქმით, ყველაფერი კანონის შესაბამისად იქნება.
"კანონის შესაბამისად იქნება ყველაფერი. თუ ერთწლიან პატიმრობას ითვალისწინებს, დააკავებენ"- უთხრა "უცნობმა" ტვ "პირველს".
ცნობისთვის, ვაკეში მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ვანო მერაბიშვილს ფიზიკურად გია გაჩეჩილაძის ("უცნობი") სიძე, გიორგი (გიგიშა) შარაშიძე გაუსწორდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავად შარაშიძეც ადასტურებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შს ყოფილ მინისტრ, ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
0
0