ერთი ოქროს და სამი ბრინჯაოს მედალი ალექსანდრიის სარეიტინგო ტურნირზე - თავისუფალი ჭიდაობა
27/02/2023
00:39
სპორტი
A-
+A
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ალექსანდრიის საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირი ერთი ოქროს და სამი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.
79 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონი ავთანდილ კენჭაძე გახდა.
70 კგ-ში გიორგი ელბაქიძემ მესამე ადგილი დაიკავა. ელბაქიძის მსგავსად, ბრინჯაოს მედლებს ტარიელ გაფრინდაშვილი (86 კგ) და მირიან მაისურაძე (92 კგ) დაეუფლნენ.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრიაში ორი დღის წინ დასრულდა შეჯიბრება ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, სადაც ჩვენი გუნდის წევრებმა სამი ოქროს, ოთხი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
საქართველოს ნაკრებმა ეგვიპტეში გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.
0
0
370
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%