
არაფერზე ხელი არ მომიწერია, დღეს გადააგზავნიან ალბათ სასამართლოში და მერე იქნება პროცესი, იმსჯელებენ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე, ერთი ლარის გადამხდელი არ ვარ, გირაოს შინაარსი არის ის, რომ არ გავიქცე ქვეყნიდან, არსად წასვლას არ ვაპირებ, – ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ პროკურატურაში განაცხადა, სადაც მას პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მიუსვლელობისთვის ბრალი წარედგინა.
ჯაფარიძის თქმით, ის ქვეყნიდან წასვლას არ აპირებს.
„პასპორტი შეიძლება ჩამომართვან, რადგან ბოლო ოთხი გასვლა დაემთხვა იმას, რომ რამდენი წავედი, ვიღაცები დაასანქცირეს, შეიძლება, ჩათვალონ, რომ ჩემი დამსახურებაა, არ არის ჩემი დამსახურება, არაფერ კავშირში არ არის, მაგრამ შეიძლება, ეს გააკეთონ. ამ ქვეყნიდან წასვლას არ ვაპირებ, არასდროს არსად არ მიცხოვრია, აქ ვაპირებ ცხოვრებას და აქ მინდა, რომ ჩემმა შვილებმაც იცხოვრონ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
0
0
ხობში 12 წლის მოზარდს მანქანა დაეჯახა
18/04/2025