21/06/2024
11:35
ბადაგონი
საერთაშორისო გამოცემამ - BBC World Service-მა კომპანია “ბადაგონის” დამფუძნებლის გიორგი სალაყაიას ოჯახის ფოტო გამოაქვეყნა. ეს ემოციური ფოტო იმ ალბომიდანაა, სადაც საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა საბერძნეთი, 26 მარტს, ევრო2024-ის საკვალიფიკაციო მატჩების ფინალში დაამარცხა და კონტინენტის პირველობაზე ასპარეზობის უფლება პირველად მოიპოვა.
ფოტოზე, რომელიც საინფორმაციო სააგენტომ „ინტერპრესნიუსმა“ 26 მარტს, საქართველოს ნაკრების გამარჯვების დღეს გამოაქვეყნა, გამოსახულია გიორგი სალაყაია შვილებთან ერთად. ცნობილ ქართველ მეღვინესა და მის მეუღლეს, თამარ ჯოჯუას, 7 შვილი ჰყავთ.
BBC World Service-ი ამ ფოტოს აღწერაში წერს: 2024 წლის 26 მარტს, თბილისში, ვარდების მოედანზე, უეფას ევრო 2024-ის ფლეიოფის ფინალური მატჩის გამართვის შემდეგ, ქართველმა ფეხბურთელებმა ევრო 2024-ის საგზურის მიღება გულშემატკივრებთან ერთად აღნიშნეს.
ცნობისთვის, უფროსი შვილი, სალომე სალაყაია, პირველი ქართველი მეღვინე ქალია, რომელსაც ტურინის უნივერსიტეტის მეღვინეობა - მევენახეობის დოქტორის ხარისხი და ღვინის მაგისტრის წოდება ცოტა ხნის წინ მიენიჭა.
ისტორია დაწერილია - გერმანიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები პირველად ასპარეზობს. ევრო 2024-ის F ჯგუფის პირველი მატჩი თურქეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის 18 ივნისს გაიმართა. მომდევნო მატჩები კი 22 და 26 ივნისს გაიმართება.
ფოტო: BBC World Service
0
0