ერთი ჩრდილოეთ კორეა დაგრჩათ (ატომური ბომბი აქვს) და რამე იჩალიჩეთ, თორემ დაგექცათ ოჯახი - ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომლითაც ქართულ ოცნებას მიმართავს
,,ყველა ტვინების გამოსარეცხი საარჩევნო-სამაშველო რგოლი ხავსი აღმოჩნდა ოცნებისთვის:
აფხაზეთს დავიბრუნებთო და რუსებმაც და აფხაზებმაც - თქვენ ალაოდ ხომ არ ხართო.
ჩინეთს ხელები დაუკოცნეს, თავშეკავებისთვის სტრატეგიულ პარტნიორად გამოაცხადეს - ქარხანას აშენებს “სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკაში”.
ერთი ჩრდილოეთ კორეა დაგრჩათ (ატომური ბომბი აქვს) და რამე იჩალიჩეთ, თორემ დაგექცათ ოჯახი… - წერს ხუხაშვილი.
ცნობისთვის, ჩინელი ინვესტორები ოკუპირებულ ცხინვალში ქარხანას ააშენებენ. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ადასტურებს, რომ ჩინეთის დელეგაციები მათთან სტუმრად ჩავიდნენ და თანამშრომლობის გეგმებიც დასახეს.
0
0