12/12/2022
08:49
პოლიტიკა
„მინდა ერთი რამ, ძალიან მკაფიოდ აღვნიშნო: ყველას სურს მშვიდობა და ერთადერთი ადამიანი, ვისაც ეს არ სურს, ვლადიმერ პუტინი და რუსეთია“, ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა „ქუთაისი პოსტის“ სტუდიაში სტუმრობისას განაცხადა.
მისივე განცხადებით, ყველა ქვეყანა მუშობს, რომ აღდგეს მშვიდობა და სტაბილურობა, რადგან მხოლოდ სტაბილურობას შეუძლია წარმატება და განვითარება.
დიპლომატი მიიჩნევს, რომ რუსულმა პროპაგანდამ და დეზინფორმაციამ შეიძლება შეასუსტოს მოსახლეობის რწმენა, მხარდაჭერა დასავლური ინტეგრაციისკენ.
„ამიტომ, ჩვენი მოვალეობაა, ამ ყველაფერს დავუპირისპირდეთ. მთავარი იარაღი დეზინფორმაციის წინააღმდეგ სიმართლის თქმაა. სწორედ აქ ვლინდება რეგიონალური მედიაორგანიზაციების დიდი როლი. როგორც, ძალიან სანდო წყაროს - ასე გიცნობთ თქვენ მოსახლეობა და გაქვთ შესაძლებლობა, მათ ჭეშმარიტი ინფორმაცია მიაწოდოთ.
ჩვენ კი უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა დეზინფორმაციის წინააღმდეგ. საქართველოს არჩევანი ევროპული მომავლისკენ არის ძალიან მკაფიო. ეს ასე იყო 100 წლის წინათაც, როდესაც საქართველოში იყო ძლიერი დემოკრატია, მრავალპარტიული პარლამენტი და პროგრესული კონსტიტუცია. დემოკრატია - ქართველების სისხლსა და დნმ-შია“, განაცხადა კელი დეგნანმა.
0
0