-share.jpg)
ერთადერთი სუბიექტი, ვინც გავლენას ახდენს საქართველოს ხელისუფლებაზე, ეს არის ქართველი ხალხი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ბევრი აქტორია, რომელიც ცდილობს, გავლენა მოახდინოს საქართველოს ხელისუფლებაზე და ეს არ არის მხოლოდ რუსეთი.
„ვხედავთ, რომ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით არის მცდელობა, ზეწოლა, გავლენის მოხდენისა საქართველოზე, ხედავთ, სააკაშვილის თემაზეც რამხელა ჯგუფებია ჩართული, რათა გავლენა მოახდინონ საქართველოს ხელისუფლებაზე. საქართველოზე ასეთი გავლენების მოხდენას, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ჯგუფი თუ სახელმწიფოები ცდილობენ, თუმცა სწორედ ეს არის სიძლიერე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისა, სხვა ხელისუფლებაზე მე პირობას ვერ დავდებ. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სიძლიერეა ის, რომ ერთადერთი სუბიექტია, ვინც მასზე ახდენს გავლენას, ეს არის ქართველი ხალხი. სწორედ ამას რომ ხედავს ხალხი, იმიტომაც არის „ქართული ოცნება“ უკვე მესამეჯერ ხელისუფლებაში“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
0
0