
ერთადერთი, რაც მაწუხებს საპატიმროში, ურთიერთთავდასხმებია. ტელევიზიით გამუდმებით ერთმანეთის ლანძღვას ვუყურებ, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება პერსონალურად მე არ მეხებოდეს, გული მტკივა, რადგან ვიცი, რომ ნებისმიერი ასეთი ნათქვამი გვაშორებს გამარჯვებას,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, პატიმრობაში მყოფი გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ის იმედოვნებს, რომ „შეცდომებს გაიაზრებენ და საბოლოო გამარჯვებისთვის გაერთიანებას მალე შეძლებენ“.
„44 წლის გავხდი. დიდი მადლობა ყველას მოლოცვისთვის. ვარ შემართებით და ბრძოლის განწყობით, გამარჯვებაში დარწმუნებული. თუ რამეს ვისურვებდი ამ დაბადების დღეზე - ერთიანობაა, ერის გაერთიანება, რომ დავიხსნათ ჩვენი სამშობლო. რაც მალე გავერთიანდებით, მით მალე გავიმარჯვებთ!
ერთადერთი, რაც მაწუხებს საპატიმროში, ურთიერთთავდასხმებია. ტელევიზიით გამუდმებით ერთმანეთის ლანძღვას ვუყურებ, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება პერსონალურად მე არ მეხებოდეს, გული მტკივა, რადგან ვიცი, რომ ნებისმიერი ასეთი ნათქვამი გვაშორებს გამარჯვებას.
იმედი მაქვს, ამასაც მალე გადავლახავთ, დავიწყებთ ერთმანეთის მოსმენას, განსხვავებულ აზრს პატივს ვცემთ, შევეცდებით ერთმანეთთან კომპრომისის ძიებას, შეცდომებს გავიაზრებთ და საბოლოო გამარჯვებისთვის გაერთიანებას მალე შევძლებთ.
ძალა ერთობაშია!
პატიმრობაში მყოფი, მაგრამ თავისუფალი გიორგი ვაშაძე“,- წერს ვაშაძე.
0
0