05/01/2025
13:52
საზოგადოება
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა "მთავარ არხთან" კომენტარი გააკეთა საპატრიარქოს მიერ პატრიარქის საახალწლო მილოცვის მონტაჟთან დაკავშირებით.
"47 წელია გვილოცავს, როგორც პატრიარქი, ახალ წელს. აი, წელს არ მოგვილოცა, იცით რატომ? იმიტომ, რომ ერთადერთი ქვეყანა ვართ, რუსეთს თუ არ ჩავთვლით, რომელიც აღნიშნავს ჯერ ახალ წელს და მერე შობას. და საერთოდ, ახალი წელი არსად არ აღინიშნება, მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში, არ აღნიშნავენ უბრალოდ, არ არის ახალი წელი დღესასწაული. და ჩვენ ე.ი. ჯერ-ჯერობით აქედან ვერ გამოვდივართ და პატრიარქს უნდა, რომ შეგვიცვალოს ეს და მოგვილოცოს შობა და არა ახალი წელი", - თქვა მან.
მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, ახალი წლის აღნიშვნა საბჭოთა გადმონაშთია.
"მე დავდივარ მსოფლიოში და ნამდვილად მინდა გითხრათ, რომ მთავარი დღესასწაული, განსაკუთრებით ქრისტიანულ ქვეყნებში, არის შობა და არა ახალი წელი. აი, ჩვენს პატრიარქს უნდა, რომ ეს შეცვალოს ამ ქვეყანაში", - დასძინა მან.
0
0