კრემლის პროპაგანდისტი, ოლგა სკაბეევა ფიქრობს, რომ უკრაინაში დამარცხების შემდეგ რუსეთს რეპარაციები და იზოლაცია ელოდება. ამის შესახებ უკრაინული unian.net-ი წერს.
„ჩვენ ამას არ ვუშვებთ, ხმამაღლა კი არ ვამბობთ, მაგრამ თუ მოულოდნელად რამე მოხდება და ჩვენი ქვეყანა ვერ გაიმარჯვებს, მაშინ გამონაკლისის გარეშე, პრეტენზიები ყველასთან ექნებათ, მიუხედავად იმისა, რუსეთის ფედერაციის ფარგლებშია თუ რუსეთის ფედერაციის გარეთ. უბრალოდ, გარეთ მყოფებს დაუყოვნებლივ დააპატიმრებენ, იმისდა მიუხედავად, პუტინის რეჟიმის თანამზრახველები არიან თუ არა, ჩვენ ყველანი დამნაშავეები ვიქნებით“, - განაცხადა სკაბეევამ.
მისი თქმით, ერთადერთი გამოსავალი სიტუაციიდან არის - გაგრძელდეს უკრაინის დაბომბვა, რადგან „საფრთხეშია რუსეთის ფედერაციის არსებობა და მისი თითოეული მოქალაქის სიცოცხლე“.
„ჰააგის ტრიბუნალების გარეშე სისხლის სამართლის საქმეების გახსნა, კომპენსაციები, რეპარაციები - ეს რომ არ მოხდეს, საომარი მოქმედებების გააქტიურებაა საჭირო, რათა ზავით თუ მშვიდობით მოგვმართონ“, - განაცხადა სკაბეევამ.
0
0