29/05/2023
12:54
პოლიტიკა
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ერთადერთი ფართო დღის წესრიგი, რაც ოპოზიციას აქვს, ეს არის ხელი შეუშალოს 12 რეკომენდაციის შესრულებას.
მიუხედავად ამისა, ირაკლი ქადაგიშვილი იმედ იტოვებს, რომ გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც დაინახავენ რომ ამ დესტრუქციული დღის წესრიგის ნაცვლად, კარგი იქნება თუ ერთ აგურს მაინც დადებენ ამ 12 რეკომენდაციის შესრულებაში.
"ერთადერთი ფართო დღის წესრიგი რაც ოპოზიციას აქვს, ეს არის ხელი შეუშალოს 12 რეკომენდაციის შესრულებას. აქ ფრონტი საკმაოდ მყარად აქვთ შეკრული და მათი მიზანი რაც არის, გასაგებია. ისინი ფიქრობენ, რომ იქნებ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს და ეს რევოლუციური სცენარის განხორციელების წინა პირობა გახდეს. მე მაინც ვფიქრობ, რომ გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც დაინახავენ, რომ ამ დესტრუქციული დღის წესრიგის ნაცვლად, კარგი იქნება თუ ერთ მხრივ ერთ აგურს მაინც დადებენ 12 რეკომენდაციის შესრულებაში", - განაცხადა ქადაგიშვილმა.
0
0