11/11/2024
22:47
სპორტი
ჩეხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ივან ჰაშეკმა ერთა ლიგის ორი დასკვნითი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. მისი გაწვრთნილები 16 ნოემბერს ტირანაში ალბანეთს ესტუმრებიან, ხოლო 19 ნოემბერს ოლომოუცში საქართველოს ნაკრებს შეხვდებიან.
ივან ჰაშეკის სიაში დებიუტანტია, „ბანიკის“ ნახევარმცველი მატეი შინია. ჩეხეთის ნაკრებს ლევერკუზენის „ბაიერის“ თავდამსხმელი პატრიკ შიკი დააკლდება, რომელმაც ტრავმა ბოლომდე ვერ მოიშუშა. ჰაშეკის რჩეულთა შორის სულ 25 ფეხბურთელია:
მეკარეები: მარტინ იედლიჩკა (პლზენი), ანტონინ კინსკი (სლავია), მატეი კოვარჟი (ლევერკუზენი, გერმანია)
მცველები: იან ბორილი (სლავია), ვლადიმირ ცუფალი (ვესტ ჰემი, ინგლისი), მილან ჰაველი (პლზენი), ტომაშ ჰოლეში (სლავია), ვაცლავ იემელკა (პლზენი), ლადისლავ კრეიჩი (ჟირონა, ესპანეთი), მარტინ ვიტიკი (სპარტა), დავიდ ზიმა (სლავია)
ნახევარმცველები: ვაცლავ ჩერნი (რეინჯერსი, შოტლანდია), ლუკაშ ჩერვი (პლზენი), ლუკაშ კალვახი (პლზენი), ალექს კრალი (ესპანიოლი, ესპანეთი), ონდრეი ლინგრი (სლავია), ლუკაშ პროვოდი (სლავია), ტომაშ სუჩეკი (ვესტ ჰემი, ინგლისი), მატეი შინი (ბანიკი), პაველ შულცი (პლზენი)
თავდამსხმელები: ადამ ჰლოჟეკი (ჰიფენჰაიმი), იან კლიმენტი (ოლომოუცი), იან კუხტა (მიდტიულანდი), ვასილ კუშეი (მლადა), ტომაშ ხორი (სლავია)
0
0