03/09/2024
22:29
ეკონომიკა
წელს, იანვარ-ივლისში მომხმარებელთა მხრიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წინააღმდეგ - 463 საჩივარი დაიწერა, ხოლო, კონკრეტულად ივლისში - 62.
ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის ივლისში დაფიქსირებული საჩივრებიდან 41 - სალომბარდე სესხებზე მოდის, 7 - ავტოსესხზე, 5 - მომენტალურ განვადებაზე, 2 - სამომხმარებლო სესხებზე.
პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, წელს ივლისში შესული საჩივრებიდან 27 - ადმინისტრაციულ მომსახურებაზე მოდის, 16 - ჯარიმებსა და ვადაგადაცილებულ საკომისიოებზე, 5 - სხვა გადასახდელებზე, 4 - თანამშრომლის მიერ არასწორად მიწოდებული ინფორმაციაზე, ხოლო 3 ეთიკის კოდექსთან დაკავშირებულ პრეტენზიებზე.
ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის ივლისში დაფიქსირებული 62 საჩივრიდან - 27 უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული, 1 საფუძვლიანად და გადაწყდა მომხმარებლის სასარგებლოდ, თუმცა პრობლემა არ არის აღმოფხვრილი, 17-ის შემთხვევაში საჩივართან დაკავშირებით განხილვა არ არის დასრულებული, ხოლო 17-ის შემთხვევაში საფუძვლიანად მიჩნეული პრეტენზიის პრობლემა გადაწყდა მომხმარებლის სასარგებლოდ და მიღწეულია პრეტენზიით გამოხატული პრობლემის აღმოფხვრა.
აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა ცხელი ხაზი ეროვნულ ბანკში 2011 წლიდან მოქმედებს. პრეტენზიების სტატისტიკაც ამის შემდეგ იწარმოება, თავდაპირველად მხოლოდ ბანკები, შემდეგ კი მიკროსაფინანსო სექტორიც დაემატა.
0
0