24/05/2023
14:30
პოლიტიკა
ერთ შემთხვევაში პოლიტიკოსი, მეორე შემთხვევაში ძალადობის ბრალდებით დაკავებულის მამა ცდილობენ, რომ ძალადობა რიგ შემთხვევაში ძალადობის მოწოდებით ან მუქარით გაამართლონ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„გრიგორიადისის მამის საქციელიც საერთო მესიჯ ბოქსია. ერთ შემთხვევაში პოლიტიკოსი, მეორე შემთხვევაში ძალადობის ბრალდებით დაკავებულის მამა ერთი და იგივე მესიჯ ბოქსით არიან და ცდილობენ, რომ ძალადობა რიგ შემთხვევაში ძალადობის მოწოდებით ან მუქარით გაამართლონ ხოლმე. ამაზე არ ვიცი რა სამართლებრივი რეაგირება იქნება, ამას შეაფასებს სამართალდამცველი ორგანო. მაგრამ ყველაზე ცუდი ისაა, რომ ისინი ცდილობენ ძალადობა ძალადობითვე, მუქარითა და მსგავსი საკითხებით გაამართლონ“, - აღნიშნა მდინარაძემ.
გუშინ, ad hoc - ის წამყვანმა, თაკო მამაიაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ე.წ. სქრინი, საიდანაც ჩანს, რომ 7-9 მარტის აქციების საქმეზე ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი მუქარის შემცველ შეტყობინებებს უგზავნის, სადაც წერია - “აუ გამოვა ლაზარე და იმან თუ არ შეგისრულოს, მერე მე მოგხედავ”.
ბექა გრიგორიადისის მხრიდან სავარაუდოდ მუქარის ფაქტის კიდევ ერთი ამსახველი გზავნილი დღეს „ქრონიკას“ ანონიმურმა წყარომ მიაწოდა. აქაც, საქმე ეხება 7-8 მარტს განვითარებულ მოვლენებს.
0
0